23 ივლ 2026
ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, მხარეები იმსჯელებენ საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების შესახებ.
განსახილველი თემა იქნება უკანონოდ დაკავებულ მოქალაქეთა გათავისუფლების, უკანონო ბორდერიზაციის, გადასასვლელ პუნქტებზე დაწესებული რეჟიმის მოხსნის და თამარ მეარაყიშვილის უფლებების დარღვევის საკითხები.
საანგარიშო პერიოდში, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უკანონო დაკავების 5 ახალი შემთხვევა მოხდა. დაფიქსირდა უკანონო ბორდერიზაციის 6 ფაქტი ქარელის , გორის და კასპის მუნიციპალიტეტებში.
ამ დროისთვის, ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში საქართველოს 12 მოქალაქე რჩება.