ჩილეს პირველი ქალი პრეზიდენტი გაეროს გენერალური მდივნის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას

23 ივლ 2026

მიშელ ბაჩელეტი, რომელიც ისტორიაში შევიდა, როგორც ჩილეს ორი ვადით არჩეული პირველი ქალი პრეზიდენტი, ცდილობს გახდეს პირველი ქალი, რომელიც გაეროს გენერალური მდივნის თანამდებობას დაიკავებს. იგი პროფესიით პედიატრია, მოგვიანებით სამხედრო სტრატეგია ჩილეს პოლიტიკური და სტრატეგიული კვლევების ეროვნულ აკადემიასა და შეერთებულ შტატებში შეისწავლა.

მისი საერთაშორისო კარიერა 2011 წელს დაიწყო, 2018-დან  2022 წლამდე ის გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის თანამდებობას იკავებდა. 2026 წლის თებერვალში, ჩილეს  პრეზიდენტმა  ბაჩელეტის კანდიდატურა გაეროს შემდეგი გენერალური მდივნის თანამდებობაზე ოფიციალურად წარადგინა.

კანდიდატურას მხარი დაუჭირა არა მხოლოდ ჩილემ, არამედ ბრაზილიამ და მექსიკამაც.