მექსიკაში ჟურნალისტი მოკლეს

23 ივლ 2026

მექსიკის ოახაკის შტატში  ჟურნალისტი ფრანცისკო ლეივა   გარდაცვლილი იპოვეს. განცხადებას შტატის გენერალური პროკურატურა ავრცელებს, რაც ერთი თვის განმვალობაში ქვეყანაში ჟურნალისტის მკვლელობის მეოთხე შემთხვევაა.

სახელმწიფო პროკურატურამ განცხადებაში აღნიშნა, რომ მკვლელობასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო და აღნიშნა, რომ დახმარებისთვის გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების სპეციალური პროკურორის ოფისს მიმართა. 

60 წლის ლეივა ძირითადად აშუქებდა ფაქტებს, რომლებიც ავლენდა მთავრობის კორუფციას და ძალადობას, რომელიც ოახაკაში მოქმედ კრიმინალურ დაჯგუფებებთან იყო დაკავშირებული. მექსიკა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ქვეყნად ითვლება ჟურნალისტებისთვის.

პრესის თავისუფლების ჯგუფები აცხადებენ, რომ ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების დიდი უმრავლესობა დაუსჯელი რჩება. 2025 წელს მექსიკაში რეპორტაჟების მომზადებისას შვიდი ჟურნალისტი მოკლეს.