წითელ ზღვაში იემენელმა ჰუსიტებმა ორ გემს დაარტყეს

23 ივლ 2026

წითელ ზღვაში თავდასხმის შემდეგ საუდის არაბეთის ნავთობტანკერს ცეცხლი გაუჩნდა - ინფორმაციას საუდის არაბეთის სახელმწიფო მედია ავრცელებს. ეკიპაჟის წევრები არ დაშავებულან.

იემენელი ჰუსიტების შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს, რომ იმავე წყლებში სამხედრო ოპერაციის დროს მათ ორი გემი დაბომბეს ენსელია და ლეილა.

თავდასხმის მიზეზად აცხადებენ, რომ გემებმა დაარღვიეს ჰუსიტების მიერ წითელ ზღვაში დაწესებული საზღვაო ბლოკადა. მათივე თქმით, ტანკერები რამდენიმე ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტით, ასევე დრონებით დაიბომბა.