ეკონომიკური საბჭოს სხდომა

23 ივლ 2026

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით, ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. მთავრობის ინფორმაციით, ეკონომიკურმა საბჭომ იმსჯელა რიგი კომპანიების მიმართ საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისთვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შესახებ.   

აგრეთვე იმსჯელეს საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მექანიზმებზე, არსებულ გამოწვევებსა და რეგიონისთვის პრიორიტეტული ინიციატივების და პროექტების მოზიდვის შესაძლებლობებზე.  

ზურაბ პატარაძის განცხადებით, არსებული საჭიროებების დროული გამოვლენისა და ეფექტიანი რეაგირებისთვის კერძო და საჯარო სექტორების მჭიდრო თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.