23 ივლ 2026
ბათუმში გუშინ დაჭრილი ახალგაზრდა კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
კლინიკის ინფორმაციით კაცს ოპერაცია ჩაუტარდა და ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. შემთხვევა გუშინ საღამოს ფიროსმანისა და ინასარიძის ქუჩების კვეთასთან მოხდა.
მოქალაქეების ინფორმაციით, რამდენიმე გასროლის შედეგად, ერთი ახალგაზრდა დაჭრეს. შსს-ს ინფორმაციით ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით დაიწყო.
ბრალდებულის დაკავებასთან დაკავშირებით უწყებას ინფორმაცია არ გაუვრცელებია.