23 ივლ 2026
ლანჩხუთის ეგნატე ნინოშვილის სახელობის სახალხო თეატრში, კოტე მარჯანიშვილის თეატრის მსახიობებმა სპექტაკლი ,,ქალები" ითამაშეს. სპექტაკლს, რომელიც მაყურებლის შეფასებით იუმორისტულიც იყო და სევდიანიც, მათი განსაკუთრებული ოვაციები მოჰყვა.
სპექტაკლს, რომელსაც 15 წლიანი ისტორია აქვს და მსახიობებიც უცვლელი ჰყავს, ლანჩხუთის თეატრმა ახალგაზრდული პროექტის ფარგლებში უმასპინძლა. თბილისური თეატრების გასტროლი რეგიონებში, ახალგაზრდულ ცენტრებში გამართულ შეხვედრებზე დაიგეგმა. მისი მიზანი თეატრისა და კულტურის პოპულარიზაცია და ამ სფეროში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდაა. პროექტის მხარდამჭერი საქართველოს კულტურის სამინისტროა.
კოტე მარჯანიშვილის მსახიობები სპექტაკლს “ქალები” დღეს ჩოხატაურის თეატრში ითამაშებენ.