23 ივლ 2026
ხულოს დრამატული თეატრის სცენაზე სპექტაკლი „ბლეზი“ წარადგინა ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრმა. წარმოდგენა თეატრის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საგასტროლო ტურნეს ფარგლებში მოეწყო.
კლოდ მანიეს პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი იუმორითა და მოულოდნელი კომიკური სიტუაციებით სავსე ისტორიას მოგვითხრობს. მისი მთავარი გმირი ახალგაზრდა ბლეზია, რომლის ერთი შეხედვით უმნიშვნელო გადაწყვეტილებები არა ერთ სახალისო გაუგებრობას იწვევს.
საგასტროლო ტურნეს ფარგლებში ხულოს თეატრის მაყურებელმა ორი დღის განმავლობაში სამი განსხვავებული ჟანრის სპექტაკლი იხილა.
სპექტაკლ „ბლეზის“ ჩვენებით ხულოში ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრის საიუბილეო საგასტროლო ტურნე დასრულდა.