23 ივლ 2026
ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო პროფესიულ დრამატულ თეატრში მორიგი პრემიერა გაიმართება. 25 ივლისს, თეატრის დიდ სცენაზე ფრიდრიხ შილერის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლი „ვერაგობა და სიყვარული“ გაიმართება.
სპექტაკლი ახალგაზრდა არისტოკრატისა და უბრალო ოჯახის ქალიშვილის ტრაგიკულ სიყვარულზეა.
ისტორია სიყვარულის, ვერაგობის, ღალატის, ერთგულებისა და ძალაუფლების დაპირისპირების ფონზე ვითარდება. სპექტაკლის შემოქმედებითი ჯგუფის განმარტებით, დადგმა სწორედ იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ კლასიკა დროს არ ექვემდებარება და ნაწარმოებში მოყვანილი თემები დღესაც ისეთივე მნიშვნელობის მატარებელია, როგორც პიესის შექმნის ეპოქაში.
სპექტაკლის რეჟისორი გოჩა კაპანაძეა.