მეწყერსაწინააღმდეგო ფერდსამაგრი კედლების მშენებლობა ხულოში

22 ივლ 2026

ხულოს მუნიციპალიტეტის მერია მეწყერსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით, ფერდსამაგრი კედლების მშენებლობას ახორციელებს.

აღნიშნული სამუშაოები მიზნად ისახავს სტიქიური პროცესების პრევენციას, მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას და საცხოვრებელი სახლების, საავტომობილო გზებისა და სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის დაცვას. მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტის მასშტაბით ფერდსამაგრი კედლების მშენებლობა 100-ზე მეტ ლოკაციაზე განხორციელდება.

პროექტების დასაფინანსებლად ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან 2 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი. სამუშაოები ეტაპობრივად სხვადასხვა ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარეობს და მოიცავს იმ მონაკვეთებს, სადაც მეწყრული პროცესების განვითარების მაღალი რისკი არსებობს.