ახლგაზრდული თეატრი რეგიონებში

22 ივლ 2026

ახლგაზრდული თეატრი რეგიონებში ახალგაზრდებისთვის ახალი პროექტი დაიწყო. პროექტი კულტურის სფეროს წარმომადგენლების ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს ითვალისწინებს.

პირველი შეხვედრა დღეს ლანჩხუთში გამიმართა. ახალგაზრდებს მარჯანიშვილის თეატრის რეჟისორი და მსახიობი შეხვდა. ისინი ლანჩხუთის ახალგაზრდულ ცენტრში იმყოფებოდნენ, სადაც თეატრისა და კულტურის მნიშვნელობაზე, მათ შორის რეგიონებში, ასევე კულტურულ ცხოვრებაში ახალგაზრდების ჩართულობაზე ისაუბრეს.

დღესვე ლანჩხუთის ეგნატე ნინოშვილის სახელობის სახალხო თეატრში, კოტე მარჯანიშვილის თეატრის დასის წარმოდგენა გაიმართება. მსახიობები სპექტაკლს ,,ქალები" ითამაშებენ. თბილისური თეატრების გასტროლი რეგიონებში ახალგაზრდებთან შეხვედრებისას, დაიგეგმა.

სწორედ ამ ღონისძიებებზე გამოითქვა სურვილი თეატრალური ღონისძიებები საკუთარ მუნიციპალიტეტებში გამართულიყო. პროექტის მხარდამჭერი საქართველოს კულტურის სამინისტროა.