ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა

22 ივლ 2026

ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა. დღეს აბიტურიენტებმა ფიზიკის გამოცდა ჩააბარეს. ქვეყნის მასშტაბით ფიზიკის გამოცდაზე რეგისტრირებულთა 89 %-ზე მეტი გამოცხადდა. 

როგორც აბიტურიენტები აცხადებენ,  ფიზიკის ტესტები  საშუალო სირთულის იყო. 

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისიდან მიმდინარეობს, წელს საქართველოში 43 ათასი აბიტურიენტია რეგისტრირებული, პარალელურად მიმდინარეობს მასწავლებელთა გამოცდები, ხვალიდან კი საგამოცდო პროცესში მაგისტრანტობის კანდიდატები ჩაერთვებიან.