ლავროვი რუბიოსთან შეხვედრას აანონსებს

22 ივლ 2026

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ხუთშაბათს, 23 ივლისს,  ფილიპინების დედაქალაქ მანილაში, ასეანის ფორუმის ფარგლებში, აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან შეხვედრა დაანონსა. ლავროვის თქმით, მოსკოვი ვარაუდობს, რომ აშშ-მა არ უარყო საკუთარი წინადადებები, რომლებიც 2025 წლის აგვისტოში ანკორიჯის სამიტზე წარმოადგინა.

ლავროვს დეტალები არ დაუკონკრეტებია. დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის ალასკაში შეხვედრის შემდეგ ოფიციალურად არ გამოცხადებულა კონკრეტული გადაწყვეტილებები. მარკო რუბიომ მანამდე განაცხადა, რომ ანკორიჯში წარდგენილ წინადადებებთან დაკავშირებით მხარეებმა  შეთანხმებას ვერ  მიაღწიეს.

რუსმა ოფიციალურმა პირებმა, მათ შორის ლავროვმა, ვაშინგტონი „ანკორიჯის სულისკვეთების“ უარყოფაში დაადანაშაულეს. რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის თავდასხმების და აშშ-ის სანქციების გამო, პუტინმა გაამკაცრა ტერიტორიული მოთხოვნები და აპირებს სუმისა და ხარკოვის რეგიონების ოკუპირებული ნაწილები ბუფერულ ზონად შეინარჩუნოს.

კრემლი ასევე არ არის მზად მოლაპარაკებებისთვის მანამ, სანამ მთელი დონბასი მისი არ იქნება.