22 ივლ 2026
გინესისა და მსოფლიოს ოთხგზის რეკორდსმენი ნუგზარ გოგრაჭაძე ახალი რეკორდის დასამყარებლად ემზადება. მას ეკუთვნის გინესისა და მსოფლიოს ოთხი რეკორდი. 18 ტონიანი სატვირთო ავტომობილის კბილებით 228 მეტრზე გაწევა, ასევე კბილებით 220 კილოგრამის სიმძიმის ამოწევა, მატარებლის 5 ვაგონის, საერთო წონით 228 ტონა კბილებით 4,5 მეტრზე გაწევა და 1050 ტონის მატარებლის 12 ვაგონის მხრებით გაწევა.
1990 წელს ბელგიელმა ვალტერ არქეილმა კბილებით 281,5 კილოგრამი სიმძიმე ასწია და რეკორდიც მას ეკუთვნის, თუმცა 52 წლის ბათუმელი ათლეტი, 25 ივლისს მის გაუმჯობესებას აპირებს.