საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი მორიგი კონცერტი გაიმართა 

22 ივლ 2026

ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში კულტურის სამინისტროსა და შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით, საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი ფესტივალის მორიგი კონცერტი გაიმართა, კონცერტში ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდი და ორკესტრი მონაწილეობდა.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით  საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სახელმწიფოს მხარდაჭერით, ფესტივალის “საქართველო ქრისტიანული სახელმწიფო - 1700“ ფარგლებში, მიმდინარე წლის ბოლომდე კონცერტები და სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები გაიმართება.

მონაწილეობას მიიღებენ ქართველი და უცხოელი მუსიკოს - შემსრულებლები, სოლისტები, ანსამბლები, საგუნდო კოლექტივები და ორკესტრები.