22 ივლ 2026
საქართველოს ეროვნულ მუზეუმში საერთაშორისო გამოფენა „ყვითელი მდინარიდან კავკასიამდე: ჩინეთის შანსის პროვინციის ბრინჯაოს საგანძური“ გაიხსნა.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილია შანსის მუზეუმის კოლექციის 36 გამორჩეული ბრინჯაოს ექსპონატი, რომლებიც თითქმის ორ ათასწლეულს მოიცავს.
უძველესი ჩინური ცივილიზაციის განვითარებაში ერთ-ერთი გადამწყვეტი როლი ბრინჯაოს კულტურამ შეასრულა. მან მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ჩინური სახელმწიფოს, ხელოვნებისა და კულტურული ტრადიციების ჩამოყალიბებაზე.