22 ივლ 2026
სინგაპურში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი სინგაპურის ტრანსპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელსა და ფინანსთა სახელმწიფო მინისტრს, ჯეფრი სიოუს შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში განიხილეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებები, მათ შორის, აქცენტი გაკეთდა ტრანსპორტის, ლოგისტიკის, სამოქალაქო ავიაციის, საზღვაო ტრანსპორტის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ტურიზმის დარგებში თანამშრომლობაზე.
ვიზიტის ფარგლებში მარიამ ქვრივიშვილი სინგაპურის ციფრული განვითარებისა და ინფორმაციის, ასევე ჯანდაცვის სამინისტროების უფროს სახელმწიფო მინისტრს, ტან კიატ ჰოუსაც შეხვდა.
ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს ქვეყნების ეკონომიკაში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციისა და ეფექტიანი გამოყენების მნიშვნელობაზე.