საფრანგეთის პარლამენტი 15 წლამდე ბავშვებისთვის სოციალურ ქსელებზე წვდომის აკრძალვის შესახებ კანონპროექტს კენჭს უყრის

21 ივლ 2026

საფრანგეთის პარლამენტი 15 წლამდე ბავშვებისთვის სოციალურ ქსელებზე წვდომის აკრძალვის შესახებ კანონპროექტს კენჭს უყრის.

„როიტერის“ ინფორმაციით, კანონპროექტი, საფრანგეთის პერსონალური მონაცემების დაცვის მარეგულირებლის მიერ დამტკიცებული ასაკის გადამოწმების სისტემა დანერგონ. მას მხარი სენატორებმა და დეპუტატებმა საკომიტეტო განხილვის ეტაპზე უკვე დაუჭირეს.

კანონის მიღების შემთხვევაში საფრანგეთი ავსტრალიის მაგალითს მიჰყვება, სადაც დეკემბერში ძალაში შევიდა მსოფლიოში პირველი კანონი, რომელიც 16 წლამდე პირებისთვის Facebook-ის, Snapchat-ის, TikTok-ისა და YouTube-ის გამოყენებას ზღუდავს.

მედიის ცნობით, პრეზიდენტ მაკრონს სურს, რომ კანონი მომდევნო სასწავლო წლის დაწყებამდე ამოქმედდეს.