რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეზე მართვადი ბომბებით იერიში მიიტანეს - არის მსხვერპლი

21 ივლ 2026

ზაპოროჟიეში რუსული ძალების მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და 9 დაშავდა. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, რუსულმა ძალებმა მართვადი ბომბები გამოიყენეს.

ივან ფედეროვის თქმით, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები. თავდასხმას გამოეხმაურა ვოლოდიმირ ზელენსკიც და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა. გარდა ამისა, რუსულმა ძალებმა იერიში მიიტანეს ქალაქ სუმზე, სადაც დაშავდა 6 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვია.