21 ივლ 2026
გერმანიასა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ერთობლივი დეკლარაცია გაფორმდა. გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ბერლინში შეხვდა.
ფრიდრიხ მერცის თქმით, სამხრეთ კავკასიაში მეტი სტაბილურობის უზრუნველყოფა გერმანიასა და აზერბაიჯანს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის.
თავის მხრივ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი მზად არის გერმანიისთვის გაზის მიწოდება გაზარდოს.