საქართველოს ჩემპიონატი ჭადრაკში შშმ პირთა შორის

21 ივლ 2026

ბათუმში დასრულდა საქართველოს ჩემპიონატი ჭადრაკში შშმ პირთა შორის. ტურნირი როგორც ვაჟთა, ასევე ქალთა შორის ჩატარდა და მასში საქართველოს რეგიონებიდან 18 მოჭადრაკე მონაწილეობდა.

შეჯიბრება ფიდეს წესებით, შვეიცარიული სისტემით შვიდ ტურად გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგ დაითვალა ფიდეს რეიტინგი. აჭარის ნაკრებმა სხვადასხვა სინჯის ოთხი მედალი მოიპოვა.

ვაჟთა შორის ჩემპიონი გახდა ქობულეთის მკვიდრი ამირან მალანია, რომელმაც შარშან მოპოვებული ტიტული დაიცვა. მეორე ადგილზე ბათუმელი ბადრი ბოლქვაძე გავიდა. მესამე ადგილი და ბრინჯაოს მედალი თბილისელმა ოთარ გახოკიძემ მოიპოვა.

ქალთა შორის საქართველოს ჩემპიონი გახდა ქუთაისელი ანანო გოგონაძე, ვიცე-ჩემპიონობა მოიპოვა ბათუმელმა ანნა მგელაძემ, დიდაჭარის წარმომადგენელი ნაზი გობაძე კი ბრინჯაოს დასჯერდა. გამარჯვებულები და პრიზიორები შესაბამისი ხარისხის მედლებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ. საქართველოს ჩემპიონატის ყველა მონაწილეს კი ფასიანი საჩუქრები გადაეცა.