21 ივლ 2026
ფაქტია, რომ გერმანიის წინა ელჩის წასვლიდან რამდენიმე დღეში გერმანიის საგარეო უწყების გვერდზე წაიშალა ინფორმაციაც და საქართველოს ელჩსაც მიეცა შესაძლებლობა, უახლოეს მომავალში რწმუნებათა სიგელი გადასცეს გერმანიის პრეზიდენტს, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მახაშვილს კითხვა დაუსვეს, რაზე მიუთითებს, რომ გერმანიის საგარეო უწყების ვებგვერდიდან წაიშალა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს მოქმედ პრეზიდენტად, ილია დარჩიაშვილი კი საგარეო საქმეთა მინისტრად იყო მითითებული.მისი თქმით, „გერმანიის შემდგომი ნაბიჯებით გამოჩნდება, რაზე მიუთითებს ფაქტი.