ამერიკა-საქართველოს სამომავლო ურთიერთობებს ლევან მახაშვილი აფასებს

21 ივლ 2026

ამ წერილის შემდეგ შეიძლება [ოპოზიციას] ძილი გაუქრათ და დაეკარგათ - ფაქტი ერთია: ორმხრივი ურთიერთობები ვითარდება და საზოგადოება ამას ხედავს იმის განურჩევლად ზოგიერთი ოპოზიციონერი რამდენად შეეცდება ამა თუ იმ გადაწყვეტილების თუ ნაბიჯის დამცირებას და დაკნინებას, - ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ჟურნალისტებთან ამერიკა-საქართველოს სამომავლო ურთიერთობებზე და დონალდ ტრამპის მიერ ირაკლი კობახიძისთვის გამოგზავნილ წერილზე საუბრისას განაცხადა.

ლევან მახაშვილის თქმით, ორმხრივი ურთიერთობები პოზიტიურ ჭრილში ვითარდება.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი საქართველოს პრემიერს დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის სამადლობელ წერილს უგზავნის. როგორც ტრამპი წერილში წერს, საქართველოს და აშშ-ს სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ხანგრძლივი კეთილდღეობის მხარდასაჭერად ერთობლივი მუშაობით მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა შეუძლია.