21 ივლ 2026
ქალაქ სუმში რუსული იერიშის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 4 ბავშვი. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის განცხადებით, დრონი ცხრასართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაეჯახა.
უწყების ცნობით, რუსულმა ძალებმა იერიში მიიტანეს სავაჭრო-გასართობ ცენტრზეც.
საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურში აღნიშნავენ, რომ ადგილზე განმეორებითი დარტყმები განხორციელდა.