21 ივლ 2026
ლიბანის არმია ქვეყნის სამხრეთით მდებარე ქალაქ ზავთარ ალ-ღარბიაში შევიდა. სამხედროებმა ქალაქში განლაგება მას შემდეგ დაიწყეს, რაც ისრაელის სამხედრო ძალებმა ტერიტორია დატოვეს. აღნიშნული ქმედება, ლიბანსა და ისრაელს შორის აშშ-ის შუამავლობით გაფორმებული ჩარჩო შეთანხმების პირობების თანახმად განხორციელდა.
ჩარჩო შეთანხმება „ჰეზბოლას“ განიარაღებას და სამხრეთ ლიბანიდან ისრაელის ჯარების გაყვანას ითვალისწინებს.
მედიის ცნობით, ლიბანის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ შეძლებს კონტროლის აღდგენას ქვეყნის სამხრეთში, დაახლოებით 10 კილომეტრის სიღრმეზე მდებარე ზონაზე, რომელიც კვლავ ისრაელის ჯარების მიერ არის ოკუპირებული.