ანსამბლ „არგინეთის“ გასტროლი პოლონეთში

21 ივლ 2026

ხულოს კულტურის ცენტრთან არსებული ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „არგინეთი“, აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, პოლონეთში, ნოვი სონჩში, ბავშვთა რეგიონული ანსამბლების 33-ე საერთაშორისო ფესტივალში „მთის ბავშვთა დღესასწაული“ (Święto Dzieci Gór) ღებულობს მონაწილეობას.

ფესტივალის ფარგლებში, ნოვი სონჩის მერიაში, ადგილობრივი ხელისუფლებისა და ფესტივალში მონაწილე ანსამბლების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ფესტივალის მნიშვნელობაზე  ისაუბრეს და მონაწილეებს წარმატებები უსურვეს.

წლევანდელ ფესტივალში მსოფლიოს 6 ქვეყნიდან 10 ფოლკლორული ანსამბლი და 400-მდე ბავშვი და ახალგაზრდა მონაწილეობს.