21 ივლ 2026
ახლო აღმოსავლეთში ბოლო ორი კვირის განმავლობაში ირანთან ომში თითქმის 100 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა, ინფორმაციას პენტაგონი ავრცელებს.
პრესსპიკერის, შონ პარნელის განცხადებით, სამხედრო მოსამსახურეებს სხვადასხვა ხარისხის დაზიანება აქვთ მიღებული, თუმცა მათი უმრავლესობა თავს კარგად გრძნობს.
პარნელმა აღნიშნა, რომ დაშავებულთა 96% უკვე სამსახურში დაბრუნდა და მათ მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი ბრძოლა გააგრძელონ.