„პოლიტიკო“ - გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი კაშ პატელი რუსეთში ჩასვლას აპირებს

21 ივლ 2026

გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი კაშ პატელი რუსეთში ჩასვლას აპირებს. ინფორმაციას გამოცემა „პოლიტიკო“ აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, პატელი რუსეთში ვიზიტს ოქტომბერში გეგმავს, რომლის ფარგლებშიც ჯერ მოსკოვში, შემდეგ კი სანქტ-პეტერბურგში ჩავა.

პოლიტიკო“ წყაროებზე დაყრდნობით ასევე წერს, რომ კაშ პატელს სავარაუდოდ, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური უმასპინძლებს.  

გამოცემა აღნიშნავს, რომ გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის ვიზიტი რუსეთში ბოლოს 2013 წელს შედგა.