21 ივლ 2026
თელავში, ერთ-ერთ სასტუმროში ქორწილის დროს მომხდარ ინციდენტში ბრალდებული გიორგი ჭიღლაძე 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა.
თელავის რაიონულ სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა. პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაოს გამოყენება მოითხოვა.
როგორც გიორგი ჭიღლაძის ადვოკატმა, ლაშა კაპანაძემ აღნიშნა, სასტუმროს ადმინისტრაციამ მზაობა გამოხატა, გირაოს თანხა გადაიხადოს.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.