აჭარაში დაცული ტერიტორიების მიმართულებით გიდების გადამზადება მიმდინარეობს

21 ივლ 2026

აჭარაში დაცული ტერიტორიების მიმართულებით გიდების გადამზადება მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც ტრენინგის მონაწილე გიდებმა მტირალას ეროვნულ პარკში, ცივწყაროს ტურისტული ბილიკი დალაშქრეს.

ცივწყაროს 16-კილომეტრიან მარშრუტზე გიდებს საშუალება ჰქონდათ კოლხურ ტყეში ემოგზაურათ და ეროვნული პარკის ბიომრავალფეროვნებას გაცნობოდნენ.

პროგრამის ფარგლებში, მოლაშქრე გიდებს ტრენინგები ასევე ჩაუტარდათ საქართველოს დაცული ტერიტორიების, გარემოსდაცვითი კანონმდებლობის, გიდის/რეინჯერის როლის, უსაფრთხოების, პირველადი დახმარების, ტურის დაგეგმვის, დროის მართვის, გარემოსდაცვითი ეთიკისა და ვიზიტორთა მართვის შესახებ.

თეორიული სწავლების პარალელურად  გიდები პრაქტიკული, საველე გასვლების ფარგლებში სტუმრობდნენ ქობულეთის დაცულ ტერიტორიებს, მაჭახელას, მტირალასა და კინტრიშის ეროვნულ პარკებს, ბათუმისა და ალპურ ბოტანიკურ ბაღებს, სადაც ადგილზე გაეცნენ იქ არსებულ ბუნებრივ რესურსებს, ტურისტულ პროდუქტების, ბილიკებს, სერვისებსა და ინფრასტრუქტურას.