21 ივლ 2026
სულ მცირე 7 ადამიანი დაიღუპა სამხრეთ ვიეტნამში ავტობუსზე გაჩენილი ხანძრის შედეგად.
სამართალდამცავების განცხადებით, ლამ დონგის პროვინციიდან მიმავალ ავტობუსს, რომელშიც 24 ადამიანი იმყოფებოდა მოულოდნელად ცეცხლი გაუჩნდა. პოლიციის ცნობით, დაშავებულია 5 პირი.
მიმდინარეობს ხანძრის გამომწვევი მიზეზის დადგენა და ფაქტზე დაიწყო გამოძიება.