პირდაპირი აღიარება: პოლარიზაცია და საზოგადოების გახლეჩა ოპოზიციის მთავარი პოლიტიკური იარაღია - ცოტნე ანანიძე ვიქტორ ყიფიანის განცხადებაზე 

21 ივლ 2026

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, პარტია "ჯერ საქართველოს" ლიდერის, ვიქტორ ყიფიანის განცხადებას, რომელმაც ოპოზიციის მიერ პოლარიზაციის დასრულების აუცილებლობაზე ისაუბრა, სოციალურ ქსელში ეხმიანება.

ცოტნე ანანიძის შეფასებით, ეს განცხადება პირდაპირი აღიარებაა, რომ საზოგადოების პოლარიზაცია ოპოზიციის მთავარი პოლიტიკური იარაღია.

"პირდაპირი აღიარება: პოლარიზაცია და საზოგადოების გახლეჩა ოპოზიციის მთავარი პოლიტიკური იარაღია", - წერს ცოტნე ანანიძე.