20 ივლ 2026
ოდესის პორტის მახლობლად, შავ ზღვაში, გვინეა-ბისაუს დროშის ქვეშ მცურავ სატვირთო გემზე განხორციელებული დარტყმის შემდეგ სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დასრულდა.
უკრაინის საზღვაო პორტების ადმინისტრაციამ დაკარგულად მიჩნეული 4 მეზღვაურის დაღუპვის ფაქტი დაადასტურა და დარტყმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 10-ს მიაღწია. დაღუპულთა შორის არიან სირიის, ინდოეთის და უკრაინის მოქალაქეები, ასევე მათ შორის არის უკრაინის საზღვაო პორტების ადმინისტრაციის ლოცმანი.
მედიის ცნობით, სამძებრო-სამაშველო ოპერაციის დროს ეკიპაჟის 8 წევრი გადაარჩინეს. ცნობისთვის, გემი სიმინდის ჩატვირთვის შემდეგ 19 ივლისს უკრაინის პორტს ტოვებდა, როდესაც რუსებმა სარაკეტო დარტყმა განახორციელეს.