20 ივლ 2026
ჩვენს გუნდსა და ამერიკის მოქმედ ადმინისტრაციას შორის გაცხადებული თანხვედრაა ყველა საკითხთან დაკავშირებით. ჩვენი მხრიდან ყოველთვის იყო მზაობა და მომავალშიც იქნება, რომ რეალურად ჩამოყალიბდეს პარტნიორული ურთიერთობა, რომელიც წარსულში მხოლოდ და მხოლოდ ფურცელზე იყო დაწერილი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ირაკლი კობახიძისადმი გაგზავნილი დონალდ ტრამპის წერილიც „ქართულ ოცნებას“ ამ კუთხით ოპტიმიზმით განაწყობს.