20 ივლ 2026
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ პოლონეთის ქვემო სილეზიის სავოევოდოს დელეგაციას უმასპინძლა. ბათუმში დელეგაცია სავოევოდოს მარშალის - პაველ განცარჟის ხელმძღვანელობით იმყოფება.
დელეგაციის შემადგენლობაში არიან: ქვემო სილეზიის სეიმიკის (რეგიონული ასამბლეის) თავმჯდომარის მოადგილეები - ცეზარ ფშიბილსკი, დამიან მროზეკი, ქალაქების - ვროცლავის, ტშებნიცას, ვოლუვის, სვიდნიცას მერები, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და საქართველოს საპატიო კონსული ვროცლავში - ვოიჩეხ ვრუბელი.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა რეგიონულ ურთიერთობებსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე.