საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაარსებიდან 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია ბსუ-ში

20 ივლ 2026

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაარსებიდან 85 წლის იუბილისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია  მიმდინარეობს.

კონფერენცია  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრებს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიურ პერსონალს, სამეცნიერო- კვლევითი ინსტიტუტების მეცნიერ-თანამშრომლებს, ახალგაზრდა მკვლევარებსა და დარგის ექსპერტებს აერთიანებს.

სამეცნიერო კონფერენციაზე საუბარი შეეხება ისეთ  საკითხებს, როგორებიცაა: ქრისტიანული მემკვიდრეობა და ეროვნული იდენტობა, ზუსტი  მეცნიერების სწავლების თანამედროვე გამოწვევები, აგრარული მეცნიერება, გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება.

კონფერენცია, რომელიც აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით იმართება, ეროვნული მეცნიერების განვითარების თანამედროვე ტენდენციების განხილვას, სამეცნიერო მიღწევების წარმოჩენას, მეცნიერებისა და განათლების სფეროში  ინსტიტუციური თანამშრომლობის გაძლიერებას, ახალგაზრდა მეცნიერთა მხარდაჭერასა და მეცნიერების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.

სამეცნიერო კონფერენცია ხვალ დაიხურება.