ენდი ბერნემი დღეს გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი გახდება

20 ივლ 2026

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ენდი ბერნემი გახდება. ბოლო ათწლეულის მე-7 პრემიერის ადგილს ბერნემი დღეს დაიკავებს და ის კირ სტარმერს შეცვლის.

მედიის ინფორმაციით, სტარმერი მინისტრის რანგში დაუნინგ სტრიტზე ბოლო მიმართვას გააკეთებს, რის შემდეგაც სიტყვით გამოვა ახალი პრემიერ-მინისტრი ენდი ბერნემი.

ოფიციალური სიტყვის შემდეგ ყოფილი და ახალი მინისტრები ბუკინგემის სასახლეში მეფე ჩარლზს ეწვევიან.