20 ივლ 2026
2026-2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის ბოლო ეტაპი დღეიდან დაიწყო. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ინფორმაციით, დასკვნით ეტაპზე მშობელს ან კანონიერ წარმომადგენელს შესაძლებლობა აქვს, სასურველ საჯარო სკოლაში დარჩენილ თავისუფალ ან წინა ეტაპების დასრულების შემდეგ გამოთავისუფლებულ ადგილებზე ბავშვი 31 ივლისის ჩათვლით დაარეგისტრიროს.
რეგისტრაციის მიზნით მშობელმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა სასურველ საჯარო სკოლას განცხადებით უნდა მიმართოს და საჭირო დოკუმენტები წარადგინოს.
მოსწავლის რეგისტრაციას შესაბამისი საჯარო სკოლა წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე უზრუნველყოფს.