მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი ბათუმში დიდ ეკრანზე აჩვენეს

20 ივლ 2026

ესპანეთისა და არგენტინის ნაკრებებს შორის გამართულ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს ბათუმში დიდ ეკრანზე ასობით გულშემატკივარი დაესწრო. ფინალი ესპანეთის ნაკრების გამარჯვებით ანგარიშით 1:0 დასრულდა.

ფინალური მატჩის ჩვენება ევროპის მოედანზე სპორტული ფესტივალის დასკვნით ღონისძიებად გაიმართა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ გამარჯვებული გუნდის გულშემატკივრებმა ემოციები ტაშითა და შეძახილებით გამოხატეს. სპორტული ფესტივალი სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და სხვადასხვა სპორტულ აქტივობასა და ტურნირს აერთიანებდა.

ღონისძიება ბათუმის მერიისა და ბათუმის კულტურის ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა.