მომღერალმა ალექსანდრე მრელაშვილმა თელავის პოლიციის შენობა გვიან ღამით დატოვა

20 ივლ 2026

მომღერალმა ალექსანდრე მრელაშვილმა თელავის პოლიციის დეპარტამენტის შენობა გვიან ღამით დატოვა. ის საგამოძიებო უწყებაში აგარანის მამულში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოწმის სახით იყო დაბარებული, სადაც რამდენიმე საათის განმავლობაში იკითხებოდა.

რა კითხვები დაუსვეს გამომძიებლებმა მრელაშვილს უცნობია, რადგან პოლიციის შენობა მომღერალმა უკომენტაროდ დატოვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თელავის პოლიციის განყოფილებაში მრელაშვილმა გამოკითხვაზე ბოლომდე დარჩენა არ ისურვა, პოლიციელებს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და პირადი ნივთების შესანახი კარადა დააზიანა, რაზეც ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.

ცნობისთვის, მომღერალი თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში მდებარე აგარანის მამულში ჭიღლაძეების ქორწილის საღამოს უძღვებოდა, სადაც რუს ტურისტებსა და ქორწილში მყოფ პირებს შორის კონფლიქტი მოხდა.

მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია ერთი პირი - გიორგი ჭიღლაძე.