20 ივლ 2026
რუსეთის თავდასხმის შედეგად ზაპოროჟიეში 3 ადამიანი დაიღუპა და 40-ზე მეტი დაშავდა, მათ შორის 5 ბავშვია. დარტყმების შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლი და მაღალსართულიანი შენობის ნაწილი.
მედიის ცნობით, რუსულმა მხარემ იერიშის დროს მართვადი საჰაერო ბომბები გამოიყენა.
ასევე ერთ-ერთ ლოგისტიკურ ტერმინალში ხანძარი გაჩნდა.