დონალდ ტრამპი - ირანს სამხედრო თვალსაზრისით პრაქტიკულად აღარაფერი დარჩა

20 ივლ 2026

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ირანის მიმართულებით დარტყმები იორდანიასა და ერაყში დაღუპული ამერიკელი სამხედროების პატივსაცემად განხორციელდა.

დონალდ ტრამპმა, ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ დაღუპული სამხედროები დიდი პატრიოტები იყვნენ და ისინი იბრძოდნენ იმისთვის, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ ჰქონოდა. 

პრეზიდენტის თქმით, ირანს სამხედრო თვალსაზრისით აღარაფერი დარჩა. დაამატა, რომ თეირანს მხოლოდ მცირედი სარაკეტო შესაძლებლობები დარჩა, სრუტეს კი აშშ აკონტროლებს.