მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინის მარცხის შემდეგ ბუენოს აირესის ცენტრალურ მოედანზე ფანებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკებები მოხდა

20 ივლ 2026

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინის მარცხის შემდეგ ბუენოს აირესის ცენტრალურ მოედანზე ფანებსა და სამართალდამცავებს შორის შეტაკებები მოხდა.

გავრცელებული ცნობით, ქალაქის ცენტრში შეკრებილთა ნაწილმა პოლიციის მისამართით ქვებისა და ბოთლების სროლა დაიწყეს, რის გამოც სამართალდამცავებმა მიმდებარე მთავარი გზები გადაკეტეს. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ამასთან, არგენტინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყანაში ეროვნული დღესასწაულის დღე გამოცხადდება და ვიცე-ჩემპიონობის აღსანიშნავად თარიღი მოგვიანებით განისაზღვრება.