ქართველმა ძიუდოისტებმა ევროპის ღია პირველობაზე სამი მედალი მოიპოვეს

20 ივლ 2026

ლუკა მაისურაძემ ევროპის ღია პირველობის გამარჯვებულია მოიგო. ტურნირზე, რომელსაც სარაევომ უმასპინძლა, ქართველმა ოთხ შეხვედრაში მოახერხა გამარჯვება. 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში მაისურაძემ ავსტრიელი საიფ-ისლამ ისლამჰანოვი, გერმანელი ვლადიმირ შტარკი, რუსი მიხაილ იგოლნიკოვი და იტალიელი ჯაკომო გამბა დაამარცხა და ტურნირის ჩემპიონი გახდა.

ევროპის ღია პირველობაზე, სადაც საქართველოს ნაკრებმა გადახალისებული შემადგენლობით იასპარეზა, კიდევ ერთი უქროს მედალი 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გიორგი სარდალაშვილმა მოიპოვა.

73 კილოგრამ წონით კატეგორიაში თორნიკე მოსიაშვილი კი ბრინჯაოს დასჯერდა.