20 ივლ 2026
დღეს ფოთში „ოქროს ტბაზე“ დაიწყო საერთაშორისო ტურნირი წყალსათხილამურო სპორტში, რომელიც 26 ივლისამდე გაგრძელდება. 20-21 ივლისს „ფოთი პრო“ გაიმართება.
24-26 ივლისს კი ევროპისა და აფრიკის ღია ჩემპიონატი ჩატარდება.
ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ ხუთივე კონტინენტის სპორტსმენები, მათ შორის ამ სპორტის ცნობილი ქართველი წარმომადგენელი, მსოფლიოს 10-გზის და ევროპის 29-გზის ჩემპიონი, გენადი გურალია.
შეჯიბრებები გაიმართება წყალსათხილამურო სპორტის სამ ძირითად სახეობაში: სლალომი, ფიგურები და ტრამპლინიდან ხტომა.