სარეიტინგო ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში

20 ივლ 2026

ბუდაპეშტში გამართული სარეიტინგო ტურნირი საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა სამი მედლით დაასრულა.

72 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ნიკა ბროლაძემ ფინალში რუს მეტოქეს 9:0 აჯობა და ჩემპიონი გახდა, ამავე წონაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა მიხეილ ალექსანდრიამ.

82 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე თორნიკე მიქელაძემ ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში უზბეკი სოატულაევი 3:1 დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს მესამე მედალი მოუტანა.