არგენტინა დამარცხებულია, ესპანეთი მსოფლიო ჩემპიონია

20 ივლ 2026

2010 წლის შემდეგ ესპანეთის საფეხბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი მეორედ მოიგო. ლუის დე ლა ფუენტეს გუნდმა არგენტინა დამატებით დროში ფერან ტორესის ერთადერთი გოლით დაამარცხა.

დაფინალამდე ესპანეთს ერთადერთი გოლი ჰქონდა გაშვებული, არგენტინას კი ყველა მატჩი მოგებული. არგენტინას მეტოქის კარისკენ პირველად 106-ე წუთზე დაარტყა, თუმცა უშედეგოდ.

მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ ფიფა-მ საუკეთესოები გამოავლინა. საუკეთესო ფეხბურთელად  ესპანეთის ნაკრების ლიდერი როდრი დასახელდა. საუკეთესო მეკარედ ასევე ესპანელი უნაი სიმონი, რომელმაც ჩემპიონატზე ერთადერთი გოლი გაუშვა.

საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად კი ესპანელი მცველი პაუ კუბარსი.

ტურნირის ბომბარდირი კი ათი გატანილი გოლით საფრანგეთის ნაკრების ლიდერი კილიან მბაპე გახდა.