19 ივლ 2026
ევროპის მოედანზე სპორტული ფესტივალი დასასრულს უახლოვდება. უკვე მესამე დღეა მოედანზე სხვადასხვა სპორტულ სახეობაში ტურნირები და აქტივობები მიმდინარეობს.
პარალელურად, იმართება გამოფენა-გაყიდვაც, სადაც ადგილობრივი მეწარმეები და ხელნაკეთი ნივთების ავტორები საკუთარ პროდუქციას წარადგენენ. სამდღიანი სპორტული ღონისძიება დღეს დასრულდება.
დასკვნით საღამოს მუსიკალურად ჯგუფი „მიქსტურა“ გააფორმებს, ხოლო 23:00 საათიდან ევროპის მოედანზე შეკრებილ გულშემატკივრებს შესაძლებლობა ექნებათ, დიდ ეკრანზე მსოფლიო ჩემპიონათის ფინალური მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას ადევნონ თვალი. ღონისძიება ბათუმის მერიისა და ბათუმის კულტურის ცენტრის მხარდაჭერით იმართება.