19 ივლ 2026
ირანის არმიამ ქუვეითში აშშ-ის ბაზებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა. ირანული მედიის ცნობით, სამიზნე საბრძოლო მასალის საწყობები, სარადარო სისტემები და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა იყო.
ირანის არმიაში აცხადებენ რომ, ირანელი მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობისა და აგრესიის საპასუხოდ ოპერაციის მე-16 ფაზის განმავლობაში, კემპ უდაირში აშშ-ის საბრძოლო მასალების საწყობებზე დარტყმები მიიტანეს.
აღნიშნავენ, რომ ბანაკი „უდაირი“ შეერთებული შტატების სამხედროებისთვის უმნიშვნელოვანესი რეგიონული ბაზაა, რომელიც ირანის საზღვრებიდან დაახლოებით 104 კილომეტრში მდებარეობს.