Facebook-ის კომპიუტერის ვერსია შეფერხებით მუშაობს

19 ივლ 2026

Facebook-ის კომპიუტერის ვერსია შეფერხებით მუშაობს. პრობლემა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ფიქსირდება.

შეფერხების გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.

პლატფორმა DownDetector-ზე ათასობით მიმხმარებლის საჩივარი ფიქსირდება.

“საიტთან დაკავშირებული პრობლემის გამო, თქვენი ანგარიში ამჟამად მიუწვდომელია. გთხოვთ მოგვიანებით თავიდან სცადოთ”, - წერს ვებგვერდი სოციალურ ქსელში შესვლის მცდელობისას.